თხინვალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ირაკლი ცერცვაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
07-07-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლას წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს. მათ შორის არის მე-9 კლასის მოსწავლე ირაკლი ცერცვაძე, რომელმაც სასწავლო წელი წარჩინებით დაასრულა და საჩუქრად ლეპტოპს მიიღებს.
თხინვალის საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლის მიღწევით და შემდეგშიც ბევრ წარმატებას უსურვებს.
ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია