„მე თქვენი საუკეთესო მომავლის მწამს“ - ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლიდან მე-9 კლასელები სიყვარულით გააცილეს
07-07-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ და გზა დაულოცეს. „ბოლო ზარის“ დღე ამაღელვებელი და ემოციური იყო.

„ემოციებით დატვირთული დღე იყო....დღე, რომელიც ჩემთვისაც და ჩემი ბიჭებისთვისაც პირველი იყო...ჩემთვის იმიტომ, რომ ამდენი წლის მანძილზე პირველად ვუშვებ მე-9 კლასიდან სხვაგან,  სხვა სკოლაში, სხვა გარემოში, სხვის ფრთების ქვეშ.....
ჩემი ბიჭებისთვის კი ახალი ეტაპი ცხოვრებაში...

მინდა, ჩემო გულებო ყოველი თქვენი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს ბედნიერებით, სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე......
საუკეთესო მისურვებია ჩემო საამაყო ბიჭებო...

მიყვარხართ...

მე თქვენი მჯერა...

მე თქვენი საუკეთესო მომავლის მწამს...“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203