„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება თქვენი ამაგი“ - ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს - ნინო ტუღუშს დაემშვიდობნენ
07-07-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს - ნინო ტუღუშს ემშვიდობებიან. ბავშვებმა ერთად გატარებული ოთხი წელი გაიხსენეს და მშობლებთან ერთად მადლობა გადაუხადეს პედაგოგს გაწეული ამაგისთვის.

„უცებ გაირბინა ოთხმა წელმა, ძალიან საინტერესო და სიყვარულით სავსე წელმა და წელს ჩვენ გემშვიდობებით. ბევრი ლამაზი დღე გვახსოვს ჩვენ და ჩვენს პატარებს, რომელიც თქვენ შეგვიქმენით. ჩვენ გვასწავლე ანბანი, წერა, კითხვა. სიტყვები არაფერია იმ მადლიერების გამოსახატავად, რასაც თქვენდამი ვგრძნობთ.

ყველასგან გამორჩეული მუდამ მზრუნველი მუდამ ყურადღებიანი ნინო მასწავლებელი (ნინო ტუღუში), რომელიც ყოველთვის გვერდით გვედგა  და ერთად ვუმკლავდებოდით სკოლის რთულ დღეებს კიდევ მრავალი თაობა აღგეზარდოთ და გაგებედნიერებინოთ.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება თქვენი ამაგი და ვეცდებით, გასახელოთ ჩვენი წარმატებით. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს გვიყვარხარ და გვეიმედებით და ვამაყობთ თქვენით. ჩვენი საამაყო ნინო მასწავლებელი ბრძანდებით... გვიყვარხართ ჩვენ....ყოველთვის გვეყვარებით“, - წერია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203