4 ოქროს სიგელი და ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
07-07-2021

ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილე ნინი ხალვაშმა სიგელი მოიპოვა, ხოლო ვიქტორია გაბისონიამ, ანანო გოგიშვილმა, ქეთი ბოლქვაძემ და დიანა გაბისონიამ კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელი დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.

ბათუმელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 28 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 30 ივნისს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ბათუმელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ბათუმის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203