კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ბუმერანგი“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია
07-07-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ბუმერანგი“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2021/კახეთი“ ნახევარფინალშია.
სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ.
სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია