„თქვენ უკვე V კლასელები ხართ და მჯერა, რომ თქვენ ასეთივე წარმატებულები იქნებით მომავალშიც“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია
07-07-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია მე-4 კლასელებს დაწყებითი კლასების წარმატებით დამთავრებასა და მე-5 კლასში გადასვლას ულოცავს. დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის.

„ჩემო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ. თქვენ უკვე მეხუთე კლასელები ხართ და მჯერა, რომ თქვენ ისეთივე წარმატებულები იქნებით მომავალშიც, როგორებიც დღეს ხართ. თქვენ ხართ თბილები, ჭკვიანები, ერთგულები. ეს კი თქვენი დამრიგებლის, ნუნუ მასწავლებლის დამსახურებაა. მადლობა მას ამ დიდი ამაგისთვის. მადლობა მარინა, ია, თემური მასწავლებელს. თქვენ ერთმანეთის გვერდში დგომით კვლავ ბევრ სასახელო თაობას აღუზრდით ჩვენს ქვეყანას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203