მატნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მარგალიტები“ გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალისტია
07-07-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მარგალიტები“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის პრემია 2021“ ნახევარფინალშია.

სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ. კლუბმა კონკურსში 890 ქულა დააგროვა.

სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203