აქვს თუ არა მშობელს ჟურნალის მოთხოვნისა და ნიშნების ნახვის უფლება
29-05-2018
აქვს თუ არა მშობელს ჟურნალის მოთხოვნისა და ნიშნების ნახვის უფლება? ამ კითხვით Etaloni.ge-ს რამდენიმე მშობელმა მიმართა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, სამინისტროს მხრიდან რაიმე შეზღუდვა ამ ინფორმაციის გაცემაზე არ არსებობს:

„მშობელს აქვს უფლება, რომ თავისი შვილის ნიშნებს გაეცნოს. სამინისტროს მხრიდან რაიმე შეზღუდვა ინფორმაციის გაცემაზე არ არსებობს. თუმცა შეიძლება, რომელიმე სკოლას თავისი შინაგანაწესი ჰქონდეს და სწორედ ამ შინაგანაწესით არეგულირებდეს ამ შემთხვევას. ამიტომ მშობელმა სკოლაში უნდა გაარკვიოს, რა ფორმით გააცნობენ მას ნიშნებს, ზეპირად ეტყვიან, თუ უშუალოდ ჟურნალში ნახავენ,“ - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203