
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მე-4 კლასი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობითა და შრომისმოყვარეობით.
სასწავლო წლის ბოლო დღეს მოსწავლეების აქტიურობამ აახმიანა სკოლის ეზო. ცეკვები და სიმღერები მიუზიკლებიდან, ასევე გაცოცხლებული საინტერესო პერსონაჟები ენაცვლებოდა ღონისძიებაზე ერთმანეთს.
„ბავშვებმა მადლიერი სიტყვები პირველი მასწავლებლის, მარინა ტიშჩენკოს მიმართ არ დაიშურეს, განსხვავებული ემოციებით დამრიგებელს თვალს არ აშორებდნენ და მთელი ოთხი წლის გატარებულ დროს დიდი ემოციებით იხსენებდნენ. დამრიგებელმა მომავალი გზა დაულოცა აღსაზრდელებს ყველა შეძენილი უნარის მაქსიმალური გამოყენება უსურვა.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს უკვე მეხუთე კლასელებს და მარინა მასწავლებელს კიდევ ახალი ნიჭიერი თაობის აღზრდას“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: