ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს
07-07-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ბიზნეს უნარების პედაგოგის, თეონა ჭაღალიძის ხელმძღვანელობით, გამოფენა-გაყიდვა გამართეს, სადაც თავიანთი შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გაყიდეს, შეგროვებული თანხით კი ისინი გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარებიან.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას. 

„პროგრესელებისთვის“ სიკეთის კეთებით გამოწვეული სასიამოვნო განცდა უცხო არ არის, ჩვენმა მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რომ სიკეთე ნიშნავს პიროვნულ ზრდას, განვითარებას, შესაბამისად, ყოველთვის ცდილობენ თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ ამ ყველაფერში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203