ბათუმის N14 სკოლის მოსწავლე ანრი თოფჩიძეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის ოქროს სიგელი გადაეცა 
07-07-2021

ბათუმის N14  საჯარო სკოლის მოსწავლე -  ანრი თოფჩიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მას წარმატების დამადასტურებელი ოქროს სიგელი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. ბათუმელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 28 ივნისს გაიმართა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 30 ივნისს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ბათუმელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ბათუმის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203