აწყურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში
07-07-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის პრემია 2021/კახეთი“ ნახევარფინალშია.

სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ. 

სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203