
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის ადმინისტრაციამ სკოლის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი დააჯილდოვა.
სერტიფიკატები და სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებები ასევე გაეგზავნათ კონფერენციის მომხსენებლებსა და მონაწილეებს.
„საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ სახელით, კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდით კონფერენციის მონაწილეებს, მომხსენებლებს, თარჯიმნებსა და ორგანიზებაში ჩართულ ყველა პირს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: