„საზაფხულო დავალებებზე ფიქრში დაბადებული იდეა:
ჩვენი მოსწვლეები ზღაპრებიდან გადმოსულ გმირებს ჰგვანან. მთავარია ჩვენ შევუქმნათ მათ ზღაპრული გარემო. ამ შემთხვევაში თავგადასავლებით სავსე ხურჯინი მთაში გელოდებათ! გვინდა ვიპოვოთ რაც შეიძლება ბევრი ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მაძიებელ ბავშვი,რადგან დაახლოებით ასეთივე მასწავლებლები ვართ.
ჩვენ ორნი,ზეინაბ შავაძე და ნინი ქარჩავა, საზაფხულო არდადეგებისთვის ვემზადებოდით. ერთად ვგეგმავდით მშვიდ, ჯანსაღ, მწვანე გარემოში დასვენებას და ასეთი იდეა გაგვიჩნდა, რომ მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს და არა მარტო მათ საშუალება ჩვენთან ერთად დაისვენონ, იკითხონ, გაერთონ, ითამაშონ, იკვებონ. გვქონდეს ერთნაირი თავგადასავლები. უკეთ გავიცნოთ მასწავლებლებმა ბავშვები და პირიქით.