ყარაჯალის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალისტია
07-07-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - legolas კახეთის რეგიონიდან მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“ ნახევარფინალისტია.
სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ.
სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.