„ჩვენი გუნდი საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევას პასუხობს შესაძლებლობის შესაბამისად“ - ბანოჯის საჯარო სკოლისთვის 2020-2021 სასწავლო წელი ნაყოფიერი იყო
07-07-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგები, მიუხედავად სასწავლო წლის დასრულებისა, აქტიურად მუშაობენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე. პედაგოგები „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტებს ხვდებიან და მათთან თანამშრომლობენ.

„დამთავრდა 2020-2021 სასწავლო წელი, მაგრამ სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესებში დასრულება არ იგრძნობა. როგორც ერთ-ერთი „ახალი სკოლის მოდელში“ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და აპრობაციის პროცესში ჩართული სკოლა. მასწავლებელები, რომლებიც არიან პროცესის თანამონაწილეები, მასპინძლობენ სხვადასხვა საგნის ექსპერტს. მადლობა ყველა ექსპერტს ჯანსაღი თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის.

მადლობა საინტერესო სამუშაო შეხვედრებისთვის  „ახალი სკოლის მოდელის“ კურიკულუმის დანერგვის კოორდინატორს ნანა არბორიშვილს, მადლობა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პროექტის დანერგვის ტრენერ თამაზ ცხადაძეს საინტერესო სამუშაო შეხვედრებისა  და რეკომენდაციებისთვის. 

მადლობა განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი  განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომდგენლებს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რეკომენდაციებისთვის და მადლობა იმერეთის რეგიონის ჩართულ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს.

ჩვენი გუნდი საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევას პასუხობს შესაძლებლობის შესაბამისად“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203