ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აკაკი სურგულაძის სახელობის შემოქმედის საჯარო სკოლას, პროექტის - „სუფთა წყალი ბავშვებს“ ფარგლებში, 6 ივლისს, ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ესტუმრა.
პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი ორგანიზაცია-კავშირი „შალომ-კლუბ გურიას“ მიერ და დაფინანსდა ისრაელის „MASHAV“-ის თანამშრომლობით. სკოლამ და თემმა დიდი პატივით მიიღო სტუმარი.
მოსწავლეები სტუმარს ებრაულ მელოდიაზე შესრულებული ქართული და ებრაული ელემენტების შერწყმით შექმნილი ცეკვით შეეგებნენ (მასწავლებელი - თამთა ჯაფარიძე); VIII კლასელმა მარიამ გეგიაძემ შეასრულა ებრაული სიმღერა (მასწავლებელი - მანანა არევაძე). ელჩმა გულისხმიერად მიიღო მასპინძლების მიერ გამოხატული მადლიერება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია