მარაბდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მასმა გუსეინოვა ოქროს მედლის კანდიდატია, ციური დევდარიანმა კი წარჩინებით საბაზო საფეხური დაამთავრა
07-07-2021

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლას წელს 1 ოქროსმედალოსანი მოსწავლე ჰყავს.

მასმა გუსეინოვას საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 (დამრგვალების გარეშე).  

სკოლას ასევე საბაზო საფეხურზეც ჰყავს წარჩინებული მოსწავლე, ციური დევდარიანი, რომლის საბაზო საფეხურის საერთო ქულაა 10 (დამრგვალების გარეშე). 

„მარაბდის საჯარო სკოლის ყველა თანამშრომელი ულოცავს ორივე მოსწავლეს ამ წარმატებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს“,- აღნიშნავს დირექტორი თამრიკო ფიჩხულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203