
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „კამბისენე“ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატება მოიპოვა.
ეკოკლუბი კახეთის საჯარო სკოლებს შორის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“-ის ერთ-ერთი ნახევარფინალისტია.
დირექცია მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი კონკურსის მთავარ მიზანს წარმოადგენს, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.