დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია
07-07-2021
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „შექმენი მომავალი“ გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2021/კახეთის“ ნახევარფინალისტია.
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს ეკოკლუბის წევრებს და იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლების მხრივ თავის წვლილს შეიტანს კლუბის აქტივობები.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ქართველი მეცნიერის, მწერლის და ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის ნიკო კეცხოველის საპატივცემულოდ დაარსდა. კონკურსის მთავარი მიზანს წარმოადგენს, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.