ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
06-07-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდა „Entrepreneurial Skills Pass (ESP)“ ჩააბარეს.

ESP არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამოცდა, რომელიც აფასებს და ადასტურებს მოსწავლეების პრაქტიკულ სამეწარმეო გამოცდილებას, სამეწარმეო კომპეტენციებსა და ბიზნეს, ეკონომიკურ და ფინანსური ცოდნას.

გამოცდა „ჯუნიორ ეჩივმენტ ევროპის„ (JA Europe) მიერ იმართება და სერტიფიკატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული.

გამოცდისთვის მომზადებაში მოსწავლეებს სკოლა „პროგრესის“ ბიზნესგანათლების მასწავლებელი, ნანა კუპრეიშვილი უწევდა მენტორობას.

„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პროგრესელებს და მადლობა მათ მენტორს, ნანა კუპრეიშვილს“ - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203