
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
საზაფხულო ტესტების დახმარებით: მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.
ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ izrune.ge-ის თემატური სავარჯიშო ტესტების და შემაჯამებელი ტესტების შედეგების გაანალიზებით თითოეულ მოზარდზე ინდივიდუალურად გაიცემა: მომდევნო კლასში გადასვლის მოსწავლის მზაობის სერტიფიკატი.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: