„წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“- იფნარის საჯარო სკოლა წელს სამმა მოსწავლემ დაამთავრა
06-07-2021

ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის საბაზო სკოლა წელს სამმა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლის დირექტორმა გუსეინ მუსაევმა 2020-2021 სასწავლო წელი შეაფასა და კურსდამთავრებულებზე ისაუბრა. 

„ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა, ანუ 9 კლასის ჩათვლით აქვთ ბავშვებს სწავლის შესაძლებლობა. როგორც ადრე, ახლაც ჩვენი კურსდამთავრებულები სხვა სკოლებში გადავლენ სწავლის გასაგრძელებლად, სადაც შეძლებენ სრული საშუალო განათლების მიღებას. პანდემიიდან გამომდინარე, დამეთანხმებით, რომ ეს სასწავლო წელი ყველასთვის რთული იყო, შესაბამისად შეფასებებიც საშუალოა. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე,“ - ამბობს სოფელ იფნარის საბაზო სკოლის დირექტორი, გუსეინ მუსაევი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203