ბაზაქლოს საჯარო სკოლა მნიშვნელოვან თარიღებს ღონისძიებებით ეხმაურება
06-07-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლამ დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნა.
ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობით მიულოცეს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი სრულიად საქართველოს. აღსანიშნია, რომ სკოლა ყოველთვის ეხმაურება, სხვადასხვა აქტივობებით, მნიშვნელოვან თარიღებსა და დღესასწაულებს. იხილეთ ფოტოები: