ამამლოს საჯარო სკოლას 10 კურსდამთავრებული ჰყავს - დირექცია მათ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავს
06-07-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება.

სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია დმანისის მუნიციპალიტეტის, ამამლოს საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

ამამლოს საჯარო სკოლის საშუალო საფეხური წელს 10-მა მოსწავლემ დასრულა და ისინი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. მშობლიური სკოლა, პედაგოგიური საზოგადოება და დირექცია კი წარმატებებს უსურებს უსაყვარლეს ბავშვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203