მარაბდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გეორგი ლობჟანიძე „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
06-07-2021

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გეორგი ლობჟანიძე „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 

მოსწავლემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსი წარმატებით დაძლია და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. 

05 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თეთრიწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა თეთრიწყაროელი მოსწავლე „ეტალონის“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 07 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203