პანტიანის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს
06-07-2021

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურისაა და პედაგოგებს საყვარელი მოსწავლეების გაცილება მე-9 კლასიდან უწევთ.

წელს სკოლას სამი მეცხრეკლასელი ჰყავდა და სასწავლო წელი ყველამ წარმატებით დაასრულა. ისინი ახალ სასწავლო წლიდან სწავლას სხვა სკოლაში გააგრძელებენ. 

პანტიანის საჯარო სკოლის დირექტორი მოვლუდ მამედოვი სამივე მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203