ზემო ახალშენის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ლანა მიქელაძე, გიორგი ფირცხალაძე და ნინო შაშიკაძე ოქროს მედლის კანდიდატები არიან
07-07-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო ახალშენის საჯარო სკოლაში სწავლა მოსწავლეებმა წარჩინებით, ოქროს მედალზე დაასრულეს.
წელს ოქროს მედლის კანდიდატები არიან კურსდამთავრებულები - ლანა მიქელაძე, გიორგი ფირცხალაძე და ნინო შაშიკაძე.
პედაგოგები წარჩინებული მოსწავლეებით ამაყობენ და მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებენ თითოეულ მათგანს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია