სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები და არგუმენტირებული მსჯელობა - ქუთაისის N17 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო ღია გაკვეთილი
06-07-2021

ქუთაისის N17 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაამთავრა. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობდნენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.

მათ შორის, 22 აპრილს, მე-84 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა მამაგეიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - ისტორიული და მხატვრული სინამდვილე აკაკი წერეთლის მოთხრობაში „ბაში- აჩუკი“.

გაკვეთილს ესწრებოდა ხარისხის მართვის ჯგუფის წევრი ნაირა გოტიაშვილი.

სახალისო, მრავალფეროვანი აქტივობები არგუმენტირებული მსჯელობა მოსწავლეებს დაეხმარა მიზნის მიღწევასა და მწერლის უმთავრესი მიზანდასახულობის წვდომაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203