„ბედნიერი, თავისუფალი და წარმატებული მომავალი თქვენ!“ - გუთურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ
06-07-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს. სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება მოკრძალებულად ჩატარდა.

„წავიდნენ და თან წაიღეს ზღვა სიყვარული, ბევრი დალოცვა და კეთილი სურვილები. სანაცვლოდ დაგვიტოვეს საკუთარი ბავშვობა ლამაზი მოგონებებითა და საინტერესო თავგადასავლებით. 

მიყვარხართ ბავშვებო და მჯერა, ჩვენი რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.

ბედნიერი, თავისუფალი და წარმატებული მომავალი თქვენ!“ - მიმართეს დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203