ფერეთის საჯარო სკოლამ ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა
06-07-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და საინტერესო პროექტებშიც მონაწილეობდნენ.
პედაგოგები შემეცნებით გაკვეთილებს ატარებდნენ და მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებში რთავდნენ.
აღსანიშნავი იყო პროექტი საქართველოზე, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა არა მხოლოდ მოიძიეს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის კუთხეებზე, არამედ ქართული სამზარეულო, ტრადიციები და წეს-ჩვეულებებიც წარმოადგინეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია