სამების საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
06-07-2021

მაკარ ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში  2020-2021 სასწავლო წლის დასასრული მოკრძალებულად აღინიშნა.

სკოლა საბაზო საფეხურისაა და მეცხრეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

„მე-9 კლასის დამრიგებელმა ნათია ჯიბუტმა თავის მოსწავლეებთან ერთად, პანდემიის პირობებში, გვაჩუქა ერთი ლამაზი დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. გზა დავულოცეთ ჩვენს მოსწავლეებს - მირიან ბურჭულაძეს, ქეთევან დოლიძეს, დავით კობალაძესა და თამარ მახარაძეს. ღონისძიებას ახლდა ემოციური წუთები, გამომშვიდობება საყვარელ პედაგოგებთან და სკოლასთან. წარმატებები ყოფილიყოს მათი მეგზური!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203