
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა, ხაიშის გოგონათა გუნდთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელით იასპარეზა „მასტერ ლიგა - 2021-ში“ 16 წლამდე გოგონათა შორის.
სპორტული ღონისძიება თბილისში ჩატარდა.
„გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს და გადავიდნენ დასკვნით ეტაპზე, უახლოეს მომავალში ჩატარდება შეჯიბრება და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: