ჩხენიშის საჯარო სკოლის I-II კლასების მოსწავლეები წარმატებული სწავლისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
06-07-2021

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ხალისით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს გამოსაშვებ ღონისძიებაზე I-II კლასების მასწავლებლებმა.

გამოსაშვები ღონისძიება ჩაატარეს და პატარებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს მასწავლებლებმა -  მაია გაბედავამ და მარიკა სტურუამ. 

მოსწავლეებს ასევე წარმატებული სწავლისთვის გადაეცათ სიგელები.

სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგსა და მოსწავლეებს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. 

„ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია მადლობას გიხდით ამ არაჩვეულებრივი ზეიმისთვის“,- აღნიშნავენ სკოლის ადმინისტრაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203