წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო ზარის ღონისძიება სპორტულ მოედანზე, ღია სივრცეში გაიმართა. მოსწავლეები გამოსაშვებ ღონისძიებაზე თეთრი პერანგების ნაცვლად სკოლის ფორმებით გამოცხადდნენ; დამსწრე საზოგადოებას მათ მხიარული და სახალისო აქტივობები შესთავაზეს და შემდეგ სკოლის დამთავრება მოკრძალებულად აღნიშნეს.
ხაჩკოვის სკოლა, კურსდამთავრებულებს ულოცავს სკოლის წარმატებულ დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს.