
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და შესაძლებლობებიწ წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის, სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა „გაცილების“ ღონისძიება. მოსწავლეება ანბანის შესწავლა და პირველი სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს.
მოსწავლეებმა საინტერესო, ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება წარმოადგინეს და საყვარელ მასწავლებლებს 15 სექტემბრამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ.