„მინდა ვიყო თითოეული თქვენგანის მეგობარი ბოლომდე“ - ქვედა სამების საჯარო სკოლის დირექტორმა კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა
05-07-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექტორმა ეთერ ნაკაიძე მოსწავლეებს ცხოვრების ახალ საფეხურზე გზა დაულოცა. 

„მინდა გზა დაგილოცოთ ქვედა სამების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებო. 20 მაისს დაირეკა თქვენთვის ბოლო ზარი, გილოცავთ ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას, წარმატებები ცხოვრების ფართო შარაგზაზე. მუდამ გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, იცოდეთ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია. ეამაყოს თქვენს სკოლას თქვენი წარმატებებით, ყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები. მადლობა თქვენს კლასის ხელმძღვანელს ნარგიზ ჯაშს, რომელიც წლების განმავლობაში გმოძღვრავდათ იმისთვის რომ თქვენ ასეთი კარგები ყოფილიყავით. მინდა ვიყო თითოეული თქვენგანის მეგობარი ბოლომდე.....გლოცავთ თქვენი სკოლა“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეთერ ნაკაიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203