ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
05-07-2021

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 199 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. II ეტაპში კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აბულის საჯარო სკოლის 13 მოსწავლე მონაწილეობდა.

ესენი გახლავთ:​ სუსანნა ერიციანი, ნინა ერიციანიხონარჰიკ შაშიკიანიანუშავან ხოცანიანი, არზუმან ვოსკანიანი, გალია ხოცანიანი, ჰასმიკ ერიციანი, თერეზა ერიციანი, ალინა ხოცანიანი, ლიდა შაშიკიანი, მარია ხოშბეკიანი, ანაჰიტ ხოშბეკიანი, არინა ხოშბეკიანი, რომლებიც „ეტალონის“ სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები სიგელებითა და ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203