ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შემაჯამებელი აქტივობით დაასრულეს
05-07-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ოთარ ჩხეიძის სახელობის, გორის მუნიციპალიტეტის, ყლქცულის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს სასწავლო წელი, მოიძიეს საყვარელი პოეტების ბიოგრაფიული ცნობები და წაიკითხეს მათი ლექსები. აქტივობა პედაგოგის, ლიანა გამგებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა და ეს დღე მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ. პედაგოგმა კი წარმატებები უსურვა საყვარელ მოსწავლეებს და სექტმებრამდე დაემშვიდობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203