
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლას წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს. მათგან ერთმა - დიანა სოლომონიამ საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულა და მას პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპი გადაეცემა.
სკოლას ასევე ჰყავს წარჩინებული კურსდამთავრებულები. კერძოდ, ოქროს მედლის კანდიდატები არიან: მარიამ თედორაძე, ნინი თედორაძე, ანი ლიფარეიშვილი, დიანა სოლომონია და ბარბარე ჟღენტი.
დირექცია თითოეულ მოსწავლეს წარმატებულ მომავალს უსურვებს.