
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნების დაცვის თემაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. აქტივობის მიზანი გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო.
„ბუნება ყოველთვის ატარებს სულის ფერს...“ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მოზარდთა როლის გააქტიურების მიზნით, CENN ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ჩვენმა პატარებმა სხვადასხვა ფორმატის ნამუშევრები შექმნეს. გაეცნენ და იმსჯელეს ბიომრავალფეროვნების შემცირების/სახეობების კარგვის შესაძლო მიზეზებზე და პრევენციის გზებზე. მათი ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით - აი, რა იყო ამ საინტერესო აქტივობათა განხორციელების მიზანი... „აი, ეს ჩემი შექმნილია... ეს კიდევ ჩემია - ისმოდა საგამოფენო სტენდთან აღტაცების შეძახილები. „დავიცვათ, რათა დაგვიცვას!“ „ვისწავლოთ ბუნების სიყვარულ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები