გაიცანით, ბათუმის N20 სკოლის მოსწავლე - სპორტულ აკრობატიკაში საქართველოსა და აჭარის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული​ იოანნა შერვაშიძე
05-07-2021

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლე იოანნა შერვაშიძე საქართველოს და აჭარის ჩემპიონი და სპორტულ აკრობატიკაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

პანდემიიდან გამომდინარე თითქმის 1 წელზე მეტია შეჩერებული იყო ყველა სახის ტურნირი, პაუზის შემდეგ ზედიზედ 2 -ჯერ ჩატარდა აჭარის შიდა პირველობა და მოსწავლე აჭარის ჩემპიონი გახდა, ასევე იოანნამ პირველი ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ ბოლქვაძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ყველა ქალაქი და რეგიონი.

მოსწავლის მწვრთნელი მარინა სარიშვილი გახლავთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203