ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩვენ და დედამიწა“ ფარგლებში საინტერესო ვებინარი გაიმართა
05-07-2021

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ გარემოსდაცვითი პროექტის „ჩვენ და დედამიწა“ ფარგლებში კიდევ ერთი ძალიან საჭირო და საინტერესო ვებინარი გაიმართა.

მემორანდუმის ფარგლებში დამეგობრებული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ციცინო თურქაძემ საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები კოვიდ-19 -ის შემდგომ სამყაროში ვირტუალურად ამოგზაურა და თვალნათლივ დაანახა ბავშვებს, თუ რა ეკოლოგიური გავლენა მოახდინა ვირუსმა და როგორ შეცვალა ჩვენი სამყარო.

შეხვედრა ინფორმაციულად დატვირთული იყო და ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ბავშვები ასევე დაინტერესდნენ ქალბატონი ციცინოს პროფესიით და რჩევები და რეკომენდაციები ჰკითხეს, როგორც თავისი საქმის პროფესიონალ, წარმატებულ და უბრალოდ ძალიან საინტერესო ადამიანს პროფესიის არჩევის კუთხით. 
მადლობას ვუხდით ქალბატონ ციცინოს შესანიშნავი ვებინარისთვის და ასევე ბავშვების მხარდაჭერისთვის ისეთ რთულ და დამაბნეველ საკითხში, როგორიცაა მომავალი პროფესიის არჩევა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203