ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლე იოანე ლომაძეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეულ წარმატებას ულოცავს
05-07-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ. დირექცია იოანე ლომაძეს ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„მე-9 კლასის მოსწავლე იოანე ლომაძემ მეორე რაიონულ ტურში მე-4 ადგილი დაიკავა. ეს მოსწავლის უკვე მეორე კარგი შედეგია (ნოემბერში მან მეორე ადგილი დაიკავა). სოფელ ნინოშვილის საბაზო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულს სკოლის წარჩინებით დასრულებას და წარმატებებს უსურვებს გამორჩეულ მოსწავლეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203