ალერტკარის საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა ლია საჯაიამ ნორჩი კალიგრაფები სიგელებით დააჯილდოვა
05-07-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის (გრიგოლიშის) საჯარო სკოლაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის გამართვის ინიციატივა სკოლის წამყვან მასწავლებელ ლია საჯაიას ეკუთვნის.

ღონისძიებაზე მასწავლებელმა ლია საჯაიამ საჯაროდ ისაუბრა პოემის ლიტერატურულ ღირებულებაზე. მოსწავლეებმა კი წაიკითხეს მათი სასურველი ამონარიდები და წარმოაჩინეს საყვარელი პერსონაჟები.

ასევე გამოიფინა, ბიბლიოთეკის ფონდიდან „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემა და მოსწავლეების მიერ შესრულებული პოემის კალიგრაფიული ნამუშევრები.

შეხვედრის დასასრულს, ნორჩი კალიგრაფები მასწავლებელმა სიგელებით დააჯილდოვა.

სკოლის ინფორმაციით, აქტივობა მიზნად ისახავდა მოზარდებში პოემის მნიშვნელობის მეტად გააზრებას. იდეა უკავშირდება 17 ივნისს, „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203