„თქვენი სკოლა არასოდეს დაგივიწყებთ“ - ჩხენიშის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილა
05-07-2021

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა ყოველ წელს განსაკუთრებით ემზადება და აღნიშნავს „ბოლო ზარს“. ამ ტრადიციას არც წელს გადაუხვიეს და წლევანდელი მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილა.

ამ დღის აღნიშვნას, სკოლაში თეთრი მაისურებისა და მასზე გაკეთებული სასიამოვნო წარწერების გარეშე არ ჩაუვლია. ღონისძიებაზე მოსწავლეებს მასწავლებლები ემოციურად გამოემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე კეთილი სურვილები გაატანეს. 

ეს ყველაფერი კი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, ღონისძება ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ჩხენიშის საჯარო სკოლა ყველა მე-12 კლასელს ულოცავს სკოლის დამთავრებას და უსურვებს ბედნიერსა და წარმატებულ მომავალს. თქვენი სკოლა არასოდეს დაგივიწყებთ“ - ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203