მაკვანეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა შესრულებული შთამბეჭდავი ავტოპორტრეტები​
05-07-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის პედაგოგმა, ხათუნა გორდელაძემ მოსწავლეებს ავტოპორტრეტები დაახატინა.

აქტივობის მიზანი  იყო მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის - პორტრეტის შესახებ. მასწავლებელს სურდა, ბავშვებს კარგად გაეზარებინათ ეს მიმდინარეობა, რადგან პორტრეტი ადამიანს არა მხოლოდ, ვიზუალურად გამოსახავს, არამედ მის შინაგან სამყაროს და ხასიათსაც გადმოსცემს.

ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, წარმატებით გაართვეს თავი დავალებას და საინტერესო ნახატები წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203