ხაჩკოვის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს​ ღონისძიებით დაემშვიდობნენ
05-07-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ხაჩკოვის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც ხალისით იყვნენ ჩართულნი აქტივობებში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.

მათ შორის სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები პატარა ღონისძიება გაიმართა. მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ინტიზარ ბალიანს დაემშვიდობნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მეორე კლასის მოსწავლეები.

„ძვირფასო მასწავლებელო, გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

მოსწავლეები ასევე სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავენ ყველა პედაგოგს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203