რუსთავის N17 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია
05-07-2021
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის ეკოკლუბი 2020-2021 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის 
ნახევარფინალშია! სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი კი წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს: „წარმატებები, ჩემო ძვირფასებო“!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203