ჭახათის საჯარო სკოლის მოსწავლე ანჟელა ხახუტაიშვილი 2020-2021 სასწავლო წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა
05-07-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის მოსწავლე ანჟელა ხახუტაიშვილი 2020-2021 სასწავლო წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა. 

სკოლა მოსწავლეს სასწავლო წლის წარჩინებით დამთავრებას ულოცავს. 

„ჭახათის საჯარო სკოლა ანჟელა ხახუტაიშვილს სკოლის წარმატებით, ოქროს მედალზე დასრულებას ულოცავს. წარმატებული გზებით გევლოს!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა განახლებული სანაპირო ზოლის გახსნის ღონისძიებების ფარგლებში სტუმრებს უმასპინძლა. მათ შორის მუნიციპალიტეტის წარმატებულ მოსწავლეებს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203